ვიკეთებ აბლაციას

„ვიკეთებ აბლაციას….

ვერაფერს ვშველი გულზე დაწოლილ ლოდს,

ყელზე მობრჯენილ სევდას,

თვალებში ჩამდგარ ნაღველს,

წუთი – წუთზე შეიძლება გადმოიღვაროს

და წამლეკოს.

მზე ისევ სასტიკად აცხუნებს,

საათის ისრები არ წყვეტენ სვლას.

მე ვზივარ ბნელ გამოქვაბულში და

ფიქრებით ვეძებ აქედან გაღწევის გზას.“

Leave a comment