საწვიმრები შეიძინეთ! ქუჩაში გაჰკივიან;
ფერადი საწვიმრები შეიძინეთ, იაფად! კვლავ აგრძელებენ;
მე ცაში ვიყურები, ის კი ისეთი ლურჯია, ჩემს თავს ვხედავ, მასში არეკლილს.
საწვიმრები შეიძინეთ, სასწრაფოდ! ცაზე ერთი ფთილა ღრუბელიც კი არაა. ქალბატონო, შეიძენთ საწვიმარს?! მგონი წვიმას აპირებს.
ცაზე ღრუბლების ნასახიც არაა. შევიძენ!
Leave a comment